ტრენინგები-“ინკლუზიური და ხარისხიანი განათლება”

 

ინკლუზიური და ხარისხიანი განათლება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების მიმართულებით  უმნიშვნელოვანესი და პრიორიტეტულია.

 ამ მიზნით გაეროს ბავშვთა ფონდისა და ნორვეგიის მთავრობის ხელშეწყობით მიმდინარე პროექტის „უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერება ინკლუზიური სკოლამდელი და ზოგადი განათლების მხარდასაჭერად“ ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ტრენინგების ციკლში – ინკლუზიური და ხარისხიანი განათლება.

 პირველ ეტაპზე დაიგეგმა და განხორციელდა ტრენინგები სწავლების უნივერსალური  დიზაინის, დაწევისა და დაჩქარებული სწავლების კურიკულუმისა  და ამ კურიკულუმის საფუძველზე მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით.

 აქტიური იყო ივნისი-ივლისის თვე, ამ პერიოდში ჩატარდა ტრენინგი, რომლის ფარგლებშიც დაიფარა შემდეგი თემები: კურიკულუმის დანერგვის სტრატეგიები, ფსიქოლოგისა და სოციალური  მუშაკის როლი უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნაში, პოზიტიური მშობლობა და პლატფორმა CK12.
აგვისტო – ოქტომბრის საანგარიშო პერიოდში კი სჯსუს აკადემიურმა პერსონალმა აღნიშნულ თემებზე   შინაარსობრივად ძალზედ საინტერესო ტრენინგები 15 სკოლის 45 პედაგოგს  და  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების 60 აღმზრდელს ჩაუტარა.

  დაიფარა  ახალქალაქის და ადიგენის მუნიციპალიტეტები.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისათვის  ითარგმა სატრენინგო მასალების სრული პაკეტი და მომზადდა ტრენინგის სომხურენივანი ვერსია.

 შემდეგ ეტაპზე, უნივერსიტეტის ლექტორებმა პედაგოგებთან ერთად ყველაზე აქტუალურ და მნიშნვნელოვან საკითხებზე დაგეგმეს სხვადასხვა აქტივობები, რომლის ფარგლებშიც წამყვანმა ფასილიტატორებმა უზრუნველყვეს კოლეგების მხარდაჭერა და პროფესიულ განვითარების მიზნით განახორციელეს სხვადასხვა შეხვედრები/აქტივობები ინკლუზიური განათლების მიმართულებით .

დაგეგმილია ასევე სხვადასხვა საინტერესო  აქტივობები  მოსწავლეებისთვის/მშობლებისთვის.
  პროექტი მიმდინარეობს საქართველოს ექვს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით და მიზნად ისახავს უნივერსიტეტსა და განათლების მიმართულებით უკვე  დაარსებული ბავშვის უფლებათა ცენტრის ინსტიტუციურ და აკადემიური პერსონალის შესაძლებლობების მხარდაჭერასა და გაძლიერებას ინკლუზიური განათლების მიმართულებით.

  სჯსუ  ერთ-ერთი ტრენინგის სერვისის მიმწოდებელი აქტიური პროვაიდერი  დაწესებულებაა ინკლუზიური განათლების მიმართულებით, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია სამცხე-ჯავახეთის რეგიონისათვის.