მიმდინარე წლის 14-21 მაისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი სპეციალისტი – გურანდა მოდებაძე და განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ინგლისური ენის პროგრამის ასოცირებული პროფესორი – დიანა მიქელაძე იმყოფებოდნენ რუჟომბეროკის კათოლიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო მობილობით ( Erasmus+ ICM)
პროგრამა, მოიცავდა პერსონალის გადამზადებას( ტრეინინგს) და ლექციების ჩატარებას. ერასმუს+ ამ პროგრამის ფარგლებში, განხორციელდა სამომავლო პარტნიორების მოძიების მხარდამჭერი მექანიზმების განხილვა, იყო გაცნობითი სახიათის შეხვედრები, განხილული იქნა სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივები. მოეწყო შეხვედრა ერასმუს+ სტუდენტებთან. ქალბატონმა დიანამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე- „ქალთა უფლებები და გენდერული თანასწორობის პრინციპები ინგლისური ლიტერატურის საწყის ეტაპზე“
დამსწრე საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია ჩვენი უნივერსიტეტის შესახებ.
მოგეხსენებათ, რომ აღნიშნულ უნივერსიტეტთან სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2020 წლიდან თანამშრომლობს და მას შემდეგ განვახორციელეთ, სამი სტუდენტის, ორი პროფესორისა და ერთი ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო მობილობა.