გრძელდება ტრენინგი დოქტორანტებისთვის და მაგისტრანტებისთვის.
ტრენინგ მოდულს, რომელსაც განახორციელებს უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკა და განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის მიმართულების აკადემიური პერსონალი, მოიცავს შემდეგ საკითხებს:
- კვლევითი ნაშრომის სტრუქტურა;
- საცნობარო მართვის სისტემების გამოყენება.
- აკადემიური წერის საუკეთესო პრაქტიკა (სამეცნიერო ბაზებში გამოქვეყნებული ნაშრომების ანალიზი).
- საკონფერენციო ნაშრომის მომზადება, მისი სპეციფიკა (საკონფერენციო ნაშრომისა და სამეცნიერო სტატიის მსგავსება-განსხვავება);
ტრენინგს ორგანიზებას უწევს განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.