ცხადდება მიღება მასწავლებელთა მომზადების (60 კრედიტიან) საგანმანათლებლო პროგრამაზე-2024

60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!

  • მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაცია 2 სექტემბერი – 26 სექტემბერი;
  • შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა  (წერა)  ჩატარდება  მიმდინარე წლის 27 სექტემბერს;
  • ზეპირი გამოცდა (გასაუბრება)  ჩატარდება  მიმდინარე წლის   30 სექტემბერს;
  • გამოცდები ჩატარდება ელექტრონულად. წერითი დავალების და ზეპირი გამოცდის ლინკები გააქტიურდება ზუსტად მითითებულ დროს.
  • სააპელაციო განცხადების მიღება – 1  ოქტომბერს;
  • საბოლოო შედეგების გამოცხადება –  3 ოქტომბერს.

სარეგისტრაციო ბმული  https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdWpzsbBRXdAoACrhf9pFKsVkWeZxkPgfJ6fsyO9PppFr3epw/viewform


რეგისტრაციისთვის საჭირო  დოკუმენტაციის ნუსხა:

  1. განცხადება რექტორის სახელზე (ჩამოტვირთეთ განცხადების ფორმა)
  2. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყნის უსდ-ს დიპლომის შემთხვევაში, წარმოდგენილ უნდა იქნას ცნობა დიპლომის აღიარების შესახებ, ნოტარიალურად დამოწმებულ დიპლომთან ერთად)
  3. ცნობა საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ, გამოცდების ეროვნული ცენტრიდან საგამოცდო საიდენთიფიკაციო ნომრით, ან საგამოცდო ფურცელი  და გამოცდაზე მიღებული ქულების ამონაბეჭდი ინტერნეტ გვერდიდან (ცნობა “საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ” ეხებათ მხოლოდ იმ პირებს, ვინც საგნის გამოცდა ჩააბარა 2021 წლამდე )
  4. CV  (ავტობიოგრაფია)
  5. პირადობის დამადსტურებელი დოკუმენტის  ასლი
  6. ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია

მიღება მოხდება შემდეგ მოდულებზე:

  • ქართული ენა, ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
  • მათემატიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
  • გეოგრაფია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
  • ისტორია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
  • ფიზიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
  • ბიოლოგია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
  • ქიმია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) –
  • სამოქალაქო განათლება (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
  • ინგლისური ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
  • გერმანული ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
  • რუსული ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

წერითი გამოცდა ჩატარდება 27  სექტემბერს 15:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, წერითი დავალების შესასრულებლად ზუსტად მითითებულ დროს გადადით ბმულზე https://forms.gle/T4YpTKc4DrhogYWK6

ზეპირიგამოცდა (გასაუბრება)  30 სექტემბერს, 15:00 სთ-ზე,ზეპირიგამოცდის(გასაუბრების) გასავლელადგადადითბმულზე

https://us06web.zoom.us/j/89984200990?pwd=hczsNelUVNamDB8DnJwpF4TJHSgPzN.1

ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში დარეკეთ 598099846 599177109

გისურვებთ წარმატებებს!