სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე: შეფასების ინსტრუმენტის ვალიდაცია პროფესიულ განათლებაში“
ტრენინგის მიზანი იყო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაძლიერება შეფასების ინსტრუმენტების ვალიდაციის პროცესთან დაკავშირებით.
ტრენინგის ფარგლებში განხილულ იქნა:
- შეფასების ინსტრუმენტის ვალიდაციის მნიშვნელობა და მიზანი;
- ვალიდაციის პროცესის ეტაპები და პროცედურები;
- შეფასების ინსტრუმენტის შესაბამისობა სწავლის შედეგებთან და მოდულის სტანდარტულ ჩანაწერებთან;
- ვალიდაციის დროს გამოვლენილი გავრცელებული ხარვეზები და მათი პრევენციის გზები;
- პრაქტიკული მაგალითების განხილვა და რეკომენდაციები ხარისხიანი შეფასების ინსტრუმენტების შემუშავებისთვის.
ტრენინგი მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს გააუმჯობესონ შეფასების ინსტრუმენტების შემუშავებისა და ვალიდაციის პრაქტიკა, რაც ხელს შეუწყობს პროფესიული სტუდენტების მიღწევების ობიექტურ და სანდო შეფასებას.







