გაცნობებთ, რომ ევროკომისიამ, Global Service Facility (GSF) ფარგლებში, ახალი პროექტი წამოიწყო, რომლის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, მონაწილეობის გაძლიერება Horizon Europe-სა და ევროპულ კვლევით სივრცეში (ERA).
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:
- ინდივიდუალური კონსულტაციები ექსპერტებთან;
- საპროექტო განაცხადების წერის ბანაკების (Proposal Writing Camps) ორი რაუნდი (2026 წლის შემოდგომა და 2027 წლის გაზაფხული).
ექსპერტთა კონსულტაციები ხელმისაწვდომი იქნება პროექტის მთელი ვადის განმავლობაში – დღეიდან 2027 წლის ივნისამდე. აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნების მკვლევარებსა და ინოვატორებს უკვე შეუძლიათ მოითხოვონ ინდივიდუალური ექსპერტული კონსულტაციები, რომლებიც გაიცემა თითოეული შემთხვევის ინდივიდუალური განხილვის საფუძველზე, ეროვნულ საკონტაქტო პირებთან (NCPs) კონსულტაციის შემდეგ.
ეს მხარდაჭერა განკუთვნილია მათთვის, ვინც გეგმავს განაცხადის შეტანას Horizon Europe-ის კონკრეტულ კონკურსზე და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა:
- კონკურსის მოთხოვნების ანალიზი;
- მკვლევარის გამოცდილების შესაბამისობა შერჩეულ თემასთან;
- კონსორციუმის ფორმირება და მასში როლების განაწილება;
- ბიუჯეტის სტრუქტურირება და სხვა.
დაინტერესებულ მკვლევარებს საქართველოდან შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე: https://registration.dlr-pt.de/…/expert…/registration
მნიშვნელოვანი ინფორმაცია: განაცხადების შეფასება მოხდება ყოველი კალენდარული თვის ბოლოს, 2027 წლის მაისამდე. გაითვალისწინეთ, რომ კონსულტაციების რაოდენობა შეზღუდულია.
საქართველოში პროექტის აქტივობებსა და კონსულტაციებს გაუძღვებიან ევროკომისიის გლობალური მომსახურების ცენტრის ექსპერტები.

