პროფესიული სტუდენტების რეგისტრაციის წესი

აპლიკანტებმა, რომლებმაც ,,ბუღალტრული აღრიცხვა” (ახალციხე, ახალქალაქი) და ფარმაცია (სააფთიაქო) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის უფლება მოიპოვეს 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, მიმდინარე წლის 11 სექტემბრის ჩათვლით, 10:00-დან 16:00 საათამდე, უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ორი ასლი
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ნოტარიულად დამოწმებული) (ატესტატი, დიპლომი) ასლი
  • წვევამდელის სამხედრო სააღრიცხვო მოწმობის ასლი (17-დან 27 წლამდე ასაკის ვაჟებისთვის)
  • უცხოეთში/ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების შემთხვევაში – განათლების აღიარების დოკუმენტი

არასრულწლოვანი აპლიკანტებისთვის დამატებით საჭიროა:

  • დაბადების მოწმობის ასლი
  • მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

⚠️ გაითვალისწინეთ: დოკუმენტების დროულად არწარმოდგენა ან არასრულყოფილად წარმოდგენა გახდება ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი.

მისამართები:

  • ახალციხე: რუსთაველის ქ. №113, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ოთახი №304
  • ახალქალაქი: აღმაშენებლის ქ. №119, უნივერსიტეტის მეოთხე კორპუსი, ოთახი №216

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: 591 411 288, 591 411 285.

გისურვებთ წარმატებას!