სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრი

 

 

მისია:   სტუდენტის და  კურსდამთავრებულის პროფესიულ განვითარებაზე, დასაქმებასა და კარიერულ წინსვლაზე ზრუნვა;

 

მიზანი:  დაეხმაროს სტუდენტს, იპოვოს თავისი ინტერესების, ცოდნის და მისწრაფებების გათვალისწინებით სასურველი სამსახური.

 

ცენტრი სტუდენტებს სთავაზობს სხვადასხვა სერვისებს:

 

  • დასაქმებისათვის აუცილებელი ზოგადი უნარ-ჩვევების განვითარებაში ხელშეწყობას;
  • სამომავლო საქმიანობისათვის საჭირო კომპეტენციებისა და გამოცდილების დაგროვებას, მრავალმხრივი და ხარისხიანი სოციალური კონტაქტების ჩამოყალიბების  ხელშეწყობას;
  • რეგიონის შრომის ბაზრის ტენდენციების  გათვალისწინებით, მოთხოვნადი პროფესიების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას / კონსულტირებას;
  • დასაქმებისათვის სხვადასხვა დოკუმენტაციის მომზადებაში დახმარებას; (CV,  სამორტივაციო წერილი,  რეკომენდაცია )
  • სხვადასხვა თემატური ღონისძიებების, ტრეინინგების, ვერქშოფების, დასაქმების ფორუმების შეთავაზებას;
 
 

საინტერესო სიახლეები/ვაკანსიები

ა(ა)იპ “მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო” (MSDA) დაკავებულია არსებული მუნიციპალური ელექტრონული სერვისების მხარდაჭერა – განვითარებით (საქმისწარმოება, ერთიანი გეოსივრცითი მონაცემთა ელექტრონული სისტემები და სხვ.), თუ ახალი ელექტრონული სერვისების რეალიზაციით. 
ამჟამად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთითა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ორგანიზაცია იწყებს მუშაობას თვითმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სისტემების დანერგვაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიქმნა რეგიონებში ელექტრონული სისტემების დამნერგავი „ბიზნეს ანალიტიკოსთა“ გუნდის ფორმირების აუცილებლობა.

გუნდის მიზანი : მუნიციპალიტეტებში არსებული ბიზნეს პროცესების შესწავლა და შეფასება, ელექტრონული სისტემის დანერგვა და მხარდაჭერა.
შერჩევის ეტაპები:

• ინდივიდუალური გასაუბრება.
• მიცემული დავალების საფუძველზე პრეზენტაციის წარმოდგენა.

ეტაპების წარმატებით გადალახვის შემთხვევაში კანდიდატები გაივლიან უფასო გადამზადების კურსს თბილისში. 
კურსის ფარგლებში კანდიდატები შეისწავლიან:
• MSDA-ს მიერ შექმნილი ელექტრონული სისტემების გამოყენება – მართვას;
• მუნიციპალიტეტებში არსებული ბიზნეს პროცესების კვლევის მეთოდოლოგიისა და მისი ფუნქციური აღწერის დოკუმენტის შექმნას.
• ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიმოხილვით კურსს.
• თვითმართველი და საჯარო მმართველობის ზოგად კურსს.
• კრიზისების მართვისა და კრიზისულ სიტუაციებში კომუნიკაციას.
კურსის წარმატებით გავლის შემდეგ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება შრომითი ხელშეკრულების გაფორმება. რომელთაც მოუწევთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში თავიანთი საქმიანობის განხორციელება.

ბიზნეს ანალიტიკოსის ძირითადი ფუნქცია და მოვალეობები:
• MSDA-ს მიერ შექმნილი ელექტრონული სისტემების ადმინისტრირება.
• მუნიციპალიტეტის არსებული სტრუქტურული ერთეულების შეფასება და დოკუმენტირება
• მუნიციპალიტეტის გეოსივრცითი მონაცემების შესწავლა და დოკუმენტირება.
• მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის ტრენინგების დაგეგმვა და ჩატარება.
• დანერგვის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარება
• ელექტრონული სისტემების დანერგვის პროცესის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება, საჭირო ცვლილებების გამოვლენა და დროული ინიცირება 
• დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის მონიტორინგი.

უნარები:
• კომპიუტერის და საოფისე პროგრამების კარგად ფლობა.
• შემოქმედებითი აზროვნება და პედაგოგიკური უნარები (მიღებული ცოდნის ეფექტურად გადმოცემა – პრეზენტაცია).
• უცხო გარემოში ადაპტირების უნარი.
• კომუნიკაბელურობა.

• გუნდში, თუ დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
(ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• კურსი – დამამთავრებელი ბაკალავრი/მაგისტრატურა 
• შეფასება – უკანასკნებლი სემესტრის/კურსის მიხედვით უნდა შეადგენდეს: A (ფრიადი) B (ძალიან კარგი) C (კარგი).

პროექტის ხანგრძლივობა: 2 წელი

ანაზღაურება: დარიცხული 2000 ლარი.

შრომითი ხელშეკრულებით გაფორმებული პირი უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი ბინით, ლეპტოპითა და სამივლინებო ხარჯით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ მობრძანდეთ შეხვედრაზე 18 აპრილს, 14:00 საათზე, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 123-ე აუდიტორიაში.

გისურვებთ წარმატებას!
თემურ კაკრიაშვილი

პროექტის კოორდინატორი

ააიპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“

0194, ა.მიცკევიჩის ქN29/29

Mob: +995 598191900

E-mail: [email protected] ;

Web: www.tbilisi.gov.ge

ინდივიდუალური კონსულტაციები სტუდენტებისთვის

ყოველ ოთხშბათს 14:00-დან 16:00 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია:

სტუდენტთა კარიერული განითარების ცენტრი 110 ოთახი, მეორე კორპუსი, რუსთაველის 122 საკონტაქტო პირი: მერი სახამბერიძე ტელ.:(+995 591) 41 12 72 E-mail: [email protected]

სწრაფი წვდომის ბანერები

საზაფხულო სკოლა

ბიბლიოთეკა

სასწ.პროც

მუდლი

ჰორიზონტი ევროპა

უპლებათა ცენტრი

ონომასტიკა