2019 წლის 6 მარტს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია „ქალი, რომელსაც ჰქვია სიცოცხლე“. ღონისძიება მიეძღვნა მარტის დღესასწაულებს. სტუდენტებმა მარიამ ხარაიშვილმა, მარიამ სუდაძემ, კახა მჭედლიძემ, მირზა ბურძენიძემ, ნატო ლომიძემ, ფიქრია ფანჯაკიძემ, იოსებ ჩუბინიძემ წაიკითხეს ლექსები და გამონათქვამები დედასა და ქალზე. ღონისძიებაზე საპატიო სტუმრად მოწვეული იყო სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, რვა შვილის დედა ვარა (ბარბარა) გალიბინა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება და სტუდენტური თითმმართველობა. ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია მოამზადა ნინო დობორჯგინიძემ.