შეხვედრა ASSET – ERASMUS+-ის ფარგლებში

მიმდინარე წლის 7 მარტს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიოფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, ASSET- ERASMUS+-ის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან. შეხვედრაზე პროექტის ინსტიტუციურმა მენეჯერმა, პროფ. თინა გელაშვილმა წარმოადგინა პროექტის შუალედური ანგარიში, ისაუბრა პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის პარტნიორ უნივერსიტეტთა (გერმანია, ავსტრია, ესტონეთი და ირლანდია) მონაწილეობით და
მათ გამოცდილებაზე დაყრდნობით შემუშავებულ, განმავითარებელი შეფასების ხერხებზე (Open Badge, Critical friends, Group (peer) Assessment & Reflective Diary, Concept Map (CoMa), Soft Skills). პროექტში ჩართულია სჯსუ-ს ხუთი აკადემიური
პერსონალი-პროფ. თინა გელაშვილი, ასოცირებული პროფესორები: გულიკო ჯანოვა, ლალი ბერიძე, დიანა მიქელაძე და მაკა მურვანიძე.

პროექტის ხელმძღვანელმა ისაუბრა მიმდინარე წლის 18-21 თებერვალს ისრაელის უმაღლესი განათლების კოლეჯებში (კინერეტი-პროექტის კოორდინატორი, ჰაიფა, სახნინი) ჩატარებულ ტრენერთა ტრენინგზე, რომელშიც ებრაელ და ევროპელ
კოლეგებთან ერთად ჩართულნი იყვნენ საქართველოს მხრიდან პარტნიორ უნივერსიტეტთა სტაფის წევრები (ილიაუნი, თსუ, სოხუმის და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტები). ანალოგიური ვორკშოპი საქართველოში დაგეგმილია მიმდინარე წლის 13-16 მაისს, სადაც თითოეულ უნივერსიტეტში განმავითარებელი შეფასების ზემოაღნიშნულ ხერხებზე მინიმუმ 10 აკადემიური პერსონალი დატრენინგდება.