შეხვედრა CURE- ERASMUS+-ის ფარგლებში, სპეც მობილობის (SMS) ანგარიშების წარდგენა

მიმდინარე წლის 7 მარტს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიოფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან  გაიმართა შეხვედრა ERASMUS+ CURE (კურიკულუმის რეფორმა საქართველოს და ისრაელის უმაღლეს სასწავლებლებში სამოქალაქო განათლების და დემოკრატიული პრინციპების  ჩამოყალიბებისა და მასწავლებელთა დატრენინგების  მიზნით, კოორდინატორი უნივერსიტეტი გორდონის განათლების უმაღლესი კოლეჯი-ისრაელი-GACE-IL).

შეხვედრის მიზანი იყო უნივერსიტეტის სამი თანამშრომლის, ასოც. პროფ. ლელა წითაშვილის, ასოც. პროფ. დიანა მიქელაძის და მასწ. თამარ კაპანაძის მიერ სპეც მობილობის (SMS)ანგარიშის წარმოდგენა და გაცნობა აკადემიური პერსონალისთვის. კერძოდ, 3-10 თებერვალს ავსტრიაში, ზალსბურგის უნივერსიტეტში ჩატარებულ ვორკშოპზე მიღებული გამოცდილების გაზიარება სწავლების ახალ მეთოდზე-(VaKE): ღირებულებებსა და ცოდნაზე  დაფუძნებული  სწავლება  Values and Knowledge Education.

შეხვედრაზე პროექტის  მენეჯერმა, პროფ. თინა გელაშვილმა ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე უნივერსიტეტის ინსტიტუციური განვითარებისთვის.  აღნიშნა, რომ პროექტში ჩართულია უნივერსიტეტის 4 აკადემიური პერსონალი, მომზადდა 4 ინოვაციური კურსი, რომლის პილოტირებაც მიმდინარე სემესტრშია დაგეგმილი, შეძენილი იქნა 86 ათასი ლარის ტექნიკა, მობილური ლაბორატორია სოფტით და 26 აიპადით, კომპიუტერები, პრინტერები, iPads, გასაშლელი ეკრანები, სმარტ ბორდები და სხვა, რაც საშუალებასს გვაძლევს მოეწყოს 6 სასწავლო აუდიტორია; ასევე ჩამოყალიბდა სტუდენტთათვის სამოქალაქო განათლების ჩართულობის ცენტრი; პროექტის ფარგლებში სპეც მობილობები განხორციელდა  ავსტრიაში ლინცის და ზალსბურგის, პოლონეთში-კრაკოვის, დიდ ბრიტანეთში-კენტერბერის, ესტონეთში-ტალინის უნივერსიტეტებში,  სადაც უნივერსიტეტის 12 თანამშრომელმა გაიარა გადამზადება სწავლისა და სწავლების ახალ, ინოვაციურ მეთოდებზე, რომლებიც ინერგება უნივერსიტეტში.