Erasmus+ -ის ეროვნული გაძლიერების პროექტის – ციფრული უმაღლესი განათლების ხელშეწყობა საქართველოში (PRODIGE)
პროექტის ხანგრძლივობა: 36 თვე (დაწყების თარიღი: 01/12/2024)
კოორდინატორი დაწესებულება: EFMD AISBL (ბელგიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ასოციაცია)
პროექტის ხანგრძლივობა: 36 თვე (დაწყების თარიღი: 01/12/2024)
სჯსუ-ს ბიუჯეტი პროექტის ფარგლებში : 46534 ევრო
PRODIGE მიზნად ისახავს საქართველოში უმაღლესი განათლების სექტორის ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობას – მაღალი ხარისხის ციფრული განათლების (DE) დანერგვას, საქართველოს უსდ-ების შესაძლებლობების გაძლიერებას დისტანციური განათლების მიწოდების მიზნით, ახალი მიდგომების სწრაფ დანერგვას და სწავლა-სწავლების ხარისხის, კვლევისა და ინოვაციების გაუმჯობესებას.
ეროვნულ დონეზე პროექტს მხარს უჭერს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მარეგულირებელი გარემოს განვითარების უზრუნველსაყოფად. საკანონმდებლო პაკეტი ორგანიზებას გაუწევს ციფრული განათლების, როგორც უმაღლესი განათლების პორტფოლიოს განუყოფელ ნაწილს და ასახული იქნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების 2022-2030 წლების ერთიან ეროვნულ სტრატეგიაში.
აღნიშნული პროექტი არ ითვალისწინებს მატერიალური რესურსების შეძენას.
უნივერსიტეტის თანადაფინანსება შეადგენს 7 %.
პროექტის მონაწილე პერსონალი: 4
.