სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში პროფესორმა მერაბ ბერიძემ პროფესორ-მასწავლებლებისთვის გამართა ტრენინგი დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის (300 კრედიტიანი) ფარგლებში. ტრენინგი ეხებოდა პროგრამის განვითარების და ეფექტიანი დაგეგმვის მიმართულებას, რაც გულისხმობს სამეცნიერო კვლევის ზედამხედველობას და მის ეტაპებს.
მერაბ ბერიძე პროფესორ-მასწავლებლებს ესაუბრა სამაგისტრო ნაშრომის მოსამზადებლად თემის ხელმძღვანელის როლზე, სამაგისტრო ნაშრომის საკვლევი პრობლემის შერჩევის, პრობლემის გარშემო არსებული კვლევებისა და თეორიების ანალიზზე, კვლევის დაგეგმვის, კვლევის სქემის შემუშავების, მიზნების, ამოცანებისა და მეთოდების განსაზღვრის პროცესში.