2023 წლის 25 დან 27 სექტემბრის ჩათვლით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩატარდა ევროკავშირის „Erasmus+“-ის პროექტის DITECH-ის საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ციფრული ტექნოლოგიები განათლებაში“ და DITECH-ის კონსორციუმის შეხვედრა.
კონფერენცის წარმოდგენილ თემებში, განხილული იყო – ციფრული ტექნოლოგიების სწავლების, დანერგვისა და მდგრადი განვითარების პერსპექტივები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან კონფერენციას და DITECH-ის კონსორციუმის შეხვედრას ესწრებოდნენ: პროექტის მენეჯერი, პროფესორი თინა გელაშვილი, სტაფის წევრები: ასოც. პროფესორი მაია გელაშვილი და ბიბლიოთეკის ტექნიკური ხელმძღვანელი ხათუნა კვინცხაძე.
კონფერენციაზე, პროექტის მენეჯერმა თინა გელაშვილმა წარმოადგინა თემა: The impact of professional development trainings on the educational process.
DITECH-კონსორციუმის შეხვედრაზე პროექტის მონაწილე ქართულ და ევროპულ უნივერსიტეტების წამომადგენლებმა იმსჯელეს და განიხილეს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ საკითხები და მოამზადებეს სამუშაო პაკეტები კონსორციუმის დასკვნითი შეხვედრისთვის.