მათთვის ვისთვისაც ერასმუსი პრიორიტეტია#ErasmusPlus#სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი , ერასმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ცხადდება კონკურსი განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამის სტიპენდის მოსაპოვებლად, კონკურსი ცხადდება 2025 წლის შემოდგომის სემესტრისათვის, (ICM Mobility – Catholic University in Ruzomberok) – რუჟომბეროკის კათოლიკური უნივერსიტეტი- სლოვაკეთი.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს ინგლისური ფილოლოგიის ან მათ ვინც მაინორში გადის ინგლისურ ენას.
აპლიკანტებმა უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურში (I კორპუსი, III სართული, ოთახი N 307) უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
ნიშნების ფურცელი;
მოტივაციის წერილი;
CV;
განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (ივსება საბუთების შეტანის დროს).
ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი. (არ ქონის შემთხვევაში გაივლით გასაუბრებას)საბუთები ბარდება ნოტარიულად დაზუსტებული წესით.
საბუთების შეტანის ბოლო ვადაა 6 ივნისი.
გისურვებთ წარმატებებს!