ცხადდება მიღება მასწავლებელთა მომზადების (60 კრედიტიან) საგანმანათლებლო პროგრამაზე 2025-2026 სასწავლო წელს

  • მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა – 20  აგვისტოდან  23 სექტემბრის 18 საათამდე;
  • შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა   ჩატარდება  24  და  25 სექტემბერს;
  • შედეგები გამოცხადდება  26  სექტემბერს
  • სააპელაციო განცხადებები მიიღება  29  სექტემბერს;
  • საბოლოო შედეგები გამოცხადდება  30 სექტემბერს;
  • სწავლა დაიწყება 1 ოქტომბერს.

სარეგისტრაციო   ლინკი   – 20  აგვისტო


რეგისტრაციისთვის საჭირო  დოკუმენტების  ნუსხა:

  1. განცხადება რექტორის სახელზე ;
  2. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყნის უსდ-ს დიპლომის შემთხვევაში, წარმოდგენილ უნდა იქნას ცნობა დიპლომის აღიარების შესახებ, ნოტარიალურად დამოწმებულ დიპლომთან ერთად);
  3. ცნობა საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ, გამოცდების ეროვნული ცენტრიდან  საგამოცდო საიდენთიფიკაციო ნომრით, ან საგამოცდო ფურცელი  და გამოცდაზე მიღებული ქულების ამონაბეჭდი ინტერნეტ გვერდიდან (ცნობა “საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ” ეხება მხოლოდ იმ პირებს, ვინც საგნის გამოცდა ჩააბარა 2021 წლამდე );
  4. CV  (ავტობიოგრაფია);
  5. პირადობის დამადსტურებელი  დოკუმენტის  ორი ასლი;

მიღება განხორციელდება  შემდეგ მოდულებზე:

  • ქართული ენა, ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
  • მათემატიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
  • გეოგრაფია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
  • ისტორია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
  • ფიზიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
  • ბიოლოგია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
  • ქიმია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) –
  • სამოქალაქო განათლება (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
  • ინგლისური ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
  • გერმანული ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
  • რუსული ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
  •  ქართული, როგორც მეორე ენა ( დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
  •   ინფორმაციული ტექნოლოგიები (I-VI)
  •   მათემატიკა (I-VI)
  •   ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI)
  •   ბუნებისმეტყველება  (I-VI)
  •   დაწყებითი საფეხურის ინტეგრირებული  (I-IV)

გისურვებთ წარმატებებს!