საქართველოს ბანკის სტიპენდია სჯსუ სტუდენტებისთვის

საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, ცხადდება სასტიპენდიო პროგრამა ბაკალავრიატისა და მაგსიტრატურის  სტუდენტებისთვის, სწავლის საფასურის დასაფინანსებლად.

სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს ერთწლიან დაფინანსებას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგი მიმართულების სტუდენტებისთვის:

  • ბიზნესის ადმინისტრირება
  • ასტრონომია

შესარჩევი კონკურსი

სასტიპენდიო პროგრამაში ჩასართავად და დაფინანსების მისაღებად შესაბამისმა კანდიდატებმა უნდა გაიარონ წინასწარ გამოცხადებული შესარჩევი კონკურსი, რომლის ფარგლებშიც შეფასდება აპლიკანტების მოტივაცია, აკადემიური მოსწრება და პიროვნული შესაძლებლობები.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ზემოთ ხსენებული პროგრამების სტუდენტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:

  • არიან უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები,
  • აქვთ 2.75-ზე მაღალი GPA ( შენიშვნა: პირველი კურსის ბაკალავრიატის სტუდენტემბა უნდა წარმოადგინონ ერთიანი ეროვნული გამოცდების შესაბამისი ქულები, მაგისტრანტებმა კი- ეროვნული გამოცდებისა და შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების შედეგები)
  • არიან საქართველოს მოქალაქეები

შერჩევის პროცესი შედგება ორი ეტაპისაგან:

1. პირველი ეტაპი – აკადემიური მიღწევა

2. მეორე ეტაპი – გასაუბრება

ჟიურის წევრები:

გასაუბრებაზე იქნებიან, როგორც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს ბანკის წარმომადგენლები

ელექტრონული რეგისტრაცია

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა

2024-25 სასწავლო წლის სტიპენდიებზე განაცხადების მიღების თარიღი:

20 ნოემბრიდან -15 დეკემბრამდე.