კონკურსი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად

ცხადდება კონკურსი სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში  პროფესიული განათლების მასწავლებლის შესარჩევად შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

ა) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა  ,,კომპიუტერული ქსელი და სისტემები (ახალქალაქი)  – 1 ადგილი შემდეგი მოდულების განსახორციელებლად:

ინფორმაციული წიგნიერება 1;

გაცნობითი პრაქტიკა;

კომპიუტერული ქსელი ორგანიზებისა და გამოყენების პრინციპები.

ბ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა    ,,ელექტროობა” (ახალქალაქი) – 1 ადგილი შემდეგი მოდულების განსახორციელებლად:

 საინჟინრო ხაზვა,

გაცნობითი პრაქტიკა-ელექტროობაში, 

კომუნიკაცია ელექტროობის  სფეროში,

გ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა    ,,ბუღალტრული აღრიცხვა” (ახალციხე, ახალქალაქი)  – 1 ადგილი შემდეგი მოდულების განსახორციელებლად:

მმართველობითი აღრიცხვა,

ეკონომიკური ანალიზი.     

დ) ზოგადი მოდულების განსახორციელებლად (ახალქალაქი):

 მოდული:  ქართული ენა A2-B1 დონე  – 3    ადგილი

ინფორმაციული წიგნიერება -2 ადგილი

 მეწარმეობა 2   – 1ადგილი

 პიროვნული და ინტერპერსონალური კომუნიკაცია – 1ადგილი

 უცხო ენa  – 1ადგილი

ე)  ზოგადი მოდულების განსახორციელებლად (ახალციხე):

ქოდული:  ქართული ენა A2-B1 დონე  -2    ადგილი

ინფორმაციული წიგნიერება 2   – 1 ადგილი

მეწარმეობა 3  –  1 ადგილი

უცხო ენა    -1 ადგილი

ვ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა    ,,ფარმაცია სააფთიაქო“ – 10  ადგილი შემდეგი მოდულების განსახორციელებლად:

სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, გარემოსა  და უსაფრთხოების წესების დაცვა; ფარმაცევტულ დაწესებულებაში;

სამედიცინო და ფარმაცევტული ტერმინოლოგია;

სითხოვანი სამკურნალწამლო ფორმების მომზადება;

მყარი და რბილი წამლის ფორმების მომზადება;

მცირე შეფუთვებად მზა წამლების ფორმების დაფასოება- შეფუთვა, მარკირება;

პროდუქციის მიღება – განთავსება და  ნაშთის პერიოდული კონტროლი;

მომხმარებელთან ურთიერთობა ფარმაცევტულ დაწესებულებებში;

მომხმარებლისთვის ბავშვთა კვების, მოვლისა და ჰიგიენის საგნების/საშუალებების შერჩევა;

მომხმარებლისთვის ბიოლოგიურად აქტიური დანამატების შერჩევა;

მომხმარებლისთვის სამკურნალო და დეკორატიული კოსმეტიკის შერჩევა;

მომხმარებლისთვის ავადმყოფის მოვლის საგნების/საშუალებების შერჩევა;

ფარმაცევტული საქმიანობის ორგანიზაციის საფუძვლები;

მორფოლოგიის და მემკვიდრეობის საბაზისო საკითხები;

ანატომია-ფიზიოლოგიის საბაზისო პრინციპები;

ბიოქიმია;

მიკრობიოლოგიის საფუძვლები;

ფარმაკოლოგია;

ნივთიერებათა კლასიფიკაცია და მათი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები ანალიზური ქიმიის საფუძვლები;

სამკურნალო საშუალებების ფარმაცევტული ანალიზი 1;

სამკურნალო საშუალებების ფარმაცევტული ანალიზი 2;

ტოქსიური ნივთიერებების ბიოლოგიური მასალიდან იზოლირება და აღმოჩენა;

ბოტანიკა;

სამკურნალო მცენარეული და ცხოველური ნედლეული;

სამედიცინო ფიზიკის საფუძვლები;

პირველადი გადაუდებელი დახმარება;

მზა სამკურნალწამლო ფორმები;

2. საბუთების მიღება იწარმოებს 2025 წლის 22 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით როგორც მატერიალურად კანცელარიის საშუალებით მისამართზე ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ. N113, მე-2 სართული ოთახი 208, ასევე ელექტრონული ფორმით მისამართზე [email protected].

3. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: დოკუმენტების გადარჩევა და გასაუბრება.  გასაუბრების თარიღი მეორე ეტაპზე გადასულ კონკურსანტს ეცნობება ინდივიდუალურად.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელ: 591 411 285 ნუნუ ჭაღიაშვილი

უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც ორი ან მეტი მოდულის სწავლების კვალიფიკაცია აქვს.

პროფესიული განათლების მასწავლებლის მიმართ წაყენებული მოთხოვნები:

სავალდებულო:

  • სახელმწიფო ენის ფლობა
  • უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების IV ან V საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა ან შესაბამისი პროფესიით მუშაობის გამოცდილება

სასურველი:

  • პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლების გამოცდილება
  • ინგლისური ენის ფლობა
  • კომპიუტერული პროგრამებისა და ოპერაციული სისტემების ფლობა.

პროფესიული განათლების მასწავლებლის ფუნქციები:

– პროფესიული სტუდენტის ხარისხიანი სწავლება და შეფასება, მოდულით გათვალისწინებული მოთხოვნების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

– პროფესიულ სტუდენტებში პროფესიული უნარ-ჩვევების/კომპეტენციების ჩამოყალიბებისათვის შესაბამისი სწავლება და შეფასება;

– საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტისთვის, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით სწავლება;

– პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის შემუშავებისა და სრულყოფის პროცესში მონაწილეობა;  საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიზნით უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებულ ტრენინგებში მონაწილეობა;

– მოქმედი კანონმდებლობით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით, პროფესიული სტანდარტებით, უნივერსიტეტის წესდებით, შინაგანაწესით და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება;

 სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივრსიტეტში პროფესიულ პროგრამებზე საათობრივი ანაზღაურების წესით მოწვეული პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება: ქ. ახალციხეში -1 საკონტაქტო საათზე  22 ლარის ოდენობით. ქ. ახალქალაქში – 1 საკონტაქტო საათზე  29 ლარის და 70 თეთრის ოდენობით.

            კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატთან გაფორმდება  შრომითი ხელშეკრულება   მოდულის/მოდულების განხორციელების ვადით.

 კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა)  განცხადება;

ბ) cv;

გ) ფოტოსურათი 3×4;

დ) უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების IV ან V საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისი წესით დამოწმებული ასლი ან შესაბამისი პროფესიით მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი

ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი;

კონკურსში გამარჯვებულმა კანდიდატმა  დამატებით უნდა წარმოადგინს

 ცნობები:

  • სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ.
  • უფლების ჩამორთმევის შესახებ.“

 (წარმოდგენილი უნდა იქნეს გასაუბრების შემდეგ);

პროფესიული განათლების მასწავლებელს უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს სამუშაოს შესასრულებლად შესაბამისი პირობების შექმნა;

ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობითა და პირობებით მოითხოვოს და მიიღოს შრომის ანაზღაურება;

გ) ისარგებლოს საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული უქმე დღეებით;

დ) ისარგებლოს ერთსაათიანი შესვენებით სამუშაო დღის განმავლობაში, რომელიც სასწავლო პროცესიდან გამომდინარე შეიძლება განისაზღვროს დღის სხვადასხვა მონაკვეთში;

ე) ისარგებლოს ყოველწლიური 24 დღიანი (სამუშაო) ანაზღაურებადი შვებულებით ასევე, ანაზღაურების გარეშე შვებულებით შრომის კოდექსით დადგენილი წესით. სულ მცირე 15 კალენდარული დღისა. დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ. დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც.

ვ) მიიღოს ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის ანაზღაურება, საქართველოს შრომის კოდექსით და უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებით დადგენილი წესითა და ოდენობით.

ზ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დასაქმებულისათვის მინიჭებული სხვა უფლებებით.

პროფესიული განათლების მასწავლებელი ვალდებულია:

ა) სასწავლო ცხრილის შესაბამისად პირადად ჩაატაროს პროფესიული მოდულით/მოდულებით გათვალისწინებული საკონტაქტო საათები;

ბ) მისცეს პროფესიულ სტუდენტს ხარისხიანი განათლება;

გ) სასწავლო პროცესის წარმართვისას იხელმძღვანელოს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს შრომის კოდექსით, უნივერსიტეტის წესდებით, უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებით, დებულებებითა და ინსტრუქციებით;

დ) შეავსოს პროფესიული პროგრამით განსაზღვრული პროფესიული სტუდენტის შეფასებისა და სხვა ფორმები;

ე) განახორციელოს სასწავლო და მეთოდური მუშაობა;

ვ) გაუფრთხილდეს სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად საჭირო, მისთვის დამსაქმებლის მიერ სარგებლობაში გადაცემულ მატერიალურ ფასეულობებს;

ზ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის წესდებით განსაზღვრული სხვა ვალდებულებები.