14 აპრილს, დედაენის დღის აღსანიშნავად, ადიგენის მუნიციპალიტეტში შემოქმედებითი და საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, საჯარო სკოლების მოსწავლეები, ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრები და თვითშემოქმედი ახალგაზრდები იღებდნენ, მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.
მონაწილეებმა დედაენის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ქართველი მწერლებისა და პოეტების შემოქმედებასთან ერთად საკუთარი ლექსები, ჩანახატები და ხელნაკეთი ნივთები წარმოადგინეს, ასევე ისაუბრეს ქართული ენის ისტორიაზე, შენარჩუნებასა და მნიშვნელობაზე.
სრული პოსტი: https://www.facebook.com