ვეტერინარიის მიმართულების მე-4 და მე-5 კურსის სტუდენტებისათვის ცხადდება კონკურსი, პროფესორ ვარლამ შამათავას სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად
ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის, მოტივაციის ამაღლებისა და წახალისების მიზნით , ცხადდება კონკურსი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ვარლამ შამათავას სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად.
სტიპენდიანტის შერჩევას ახორციელებს უნივერსიტეტი, ფაკულტეტან ერთად.
სტიპენდია ენიშნება მეოთხე ან მეხუთე კურსის წარმატებულ სტუდენტს, თუ მას წინა განვლილ სემესტრში საგამოცდო სესიის ძირითად ვადებში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ძირითადი ვადის დადგომამდე წარმოდგენილია განცხადება საპატიო მიზეზით, დადასტურებული დოკუმენტურად) სრულად აქვს ათვისებული სასწავლო კურსებში საგანმანათლებლო პროგრამით სემესტრებისთვის განსაზღვრული კრედიტები და განვლილი სემესტრის შეფასებების საშუალო არითმეტიკული ქულა სასწავლო კურსების მიხედვით შეადგენს 91 ქულას და მეტს. ამასთან, საშუალო არითმეტიკულ ქულას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში ემატება შემდეგი შესაბამისი ქულები:
- წინა სემესტრში მონაწილეობა აქვს მიღებული სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში (თითო აქტივობა ფასდება 5 ქულით, მაგრამ არაუმეტეს ჯამური 10 ქულისა).
- წინა სემესტრში მონაწილეობა აქვს მიღებული სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში (საუნივერსიტეტო ინტელექტუალური, შემოქმედებით-კულტურული ან სპორტული ღონისძიებები (თითო აქტივობა ფასდება 1 ქულით, მაგრამ არა უმეტეს 5 ქულისა).
- განეკუთვნება სოციალურად მოწყვლად ჯგუფს (რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ნაკლები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან სპეციალური საჭიროების მქონე პირი; მაღალმთიანი სტატუსის დასახლებაში მცხოვრები, ობოლი (უდედმამო), მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (4 და მეტი შვილი), სტუდენტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან, (თითოეული ჯგუფის კუთვნილებისას ემატება 1 ქულა).
- ერთნაირი ქულების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება, თანამიმდევრობით: სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობას, კლინიკურ სგნებში მიღებულ შეფასებებს და იძულებით გადაადგილებულ პირს,.
- სტიპენდია გაიცემა ერთ წარმატებულ სტუდენტზე, ერთჯერადად 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
- სტუდენტი, რომელიც იმავე სემესტრში არის სხვა სახელობითი სტიპენდიის მფლობელი, მასზე აღნიშნული სტიპენდიის გაცემა არ განიხილება და მას ჩაანაცვლებს სხვა მომდევნო წარმატებული სტუდენტი.
სახელბითი სტიპენდია ინიშნება, საქართველოში წარმატებული ვეტერინარული ფარმაცევტული კომპანია „მეგავეტის“ფინანსური მხარდაჭერით (ხელმძღვანელი, ბატონი პაატა კუდუხაშვილი)
კონკურსში მონაწილე სტუდენტმა ფაკულტეტის დეკანატში უნდა წარმოადგინოს:
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის სურვილის შესახებ;
- აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტის დამადასტურებელი ცნობა (გასცემს დეკანატი);
- წინა სემესტრის საწავლო კურსებში მიღებული შეფასებები, სასწავლო ბარათის სახით დამოწმებული ფაკულტეტის დეკანის მიერ;
- სოციალურად მოწყვლადი ჯგუფის დამადასტურებელი საბუთი/საბუთები;
- კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი ან კონფერენციის პროგრამა.
- წინა სემესტრში, სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი ცნობა შესაბამისი სტრუქტურიდან.
საბუთების წარმოდგენა შესაძლებელია პირადად ან ელ. ფოსტაზე [email protected]
საკონტაქტო პირის ტელეფონი 577 11 20 10
საბუთების მიღების ვადა განისაზღვრება, განცხადების უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსებიდან 15 დღე (უქმი დღეების გამოკლებით).

