ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი

ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  მესხეთის  ფილიალი  დაარსდა  1990 წელს.  დღიდან  დაარსებისა,  ფილიალში  შეიქმნა  ეკონომიკის  ფაკულტეტი,  რომელიც  წარმოდგენილი  იყო  ერთი  სპეციალობით – „წარმოების  ეკონომიკა, ორგანიზაცია და მართვა“.  1996  წელს  დაემატა  კიდევ  ერთი  სპეციალობა – „აგრობიზნესის  მენეჯმენტი“. 1997 წლიდან ეკონომიკის  ფაკულტეტი არსებულ სპეციალობებთან ერთად წარმოდგენილი იყო შემდეგი სპეციალობებით: „ფინანსები და საბანკო საქმე“, „საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები“, „საბაჟო საქმის ორგანიზაცია და მართვა“, 1999 წლიდან დაემატა სპეციალობა – „ეკოლოგია და გარემოს დაცვის მართვა“.

2000 წელს შეიქმნა მიწის მართვის ფაკულტეტი, ხოლო 2005 წლიდან გაერთიანდა მიწის მართვისა და ეკონომიკის ფაკულტეტები და შეიქმნა ახალი ფაკულტეტი, რომელსაც ეწოდა ბიზნესის და მართვის ფაკულტეტი. 2011 წლის მარტიდან ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტს, „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს“ მოთხოვნების შესაბამისად, ფაკულტეტის საბჭოს დადგენილებით  ეწოდა ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი.       

     1995 წლიდან  (I გამოშვება)  ფაკულტეტმა 2118  სტუდენტს  მიანიჭა  ეკონომიკის ბაკალავრის, ბიზნესის მართვის ბაკალავრისა და მაგისტრთან  გათანაბრებული  პირის  აკადემიური  ხარისხი  და  კვალიფიკაცია.,  რომელთა  60-70%  დასაქმებულია  ძირითადად  რეგიონის (სამცხე-ჯავახეთი),  ასევე  ქვეყნის  სხვადასხვა  ორგანიზაცია-დაწესებულებებში.

2010 წლიდან დღემდე ფაკულტეტის მაგისტრატურის სრული კურსი დაამთავრა და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის აკადემიური ხარისხი აუდიტის, აგრობიზნესის მენეჯმენტისა და უძრავი ქონების ადმინისტრირების სპეციალობით მიენიჭა 120 კურსდამთავრებულს.

ფაკულტეტი წარმოდგენილია უნივერსიტეტის II და III კორპუსში (ქ. ახალციხე, რუსთაველის 122, ქ. ახალქალაქი, რუსთაველის 119).

ფაკულტეტის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის საბჭო და ფაკულტეტის ადმინისტრაცია  (დეკანი, დეკანის მოადგილე,  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური/სპეციალისტი, ფაკულტეტის მდივანი).

   ფაკულტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:

ფაკულტეტი ახორციელებს  შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებს:

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა:

ა) ბუღალტრული აღრიცხვა (V საფეხური)

ბაკალავრიატი:

ა) ბიზნესის ადმინისტრირება

ბ) ეკონომიკა

გ) ბიზნესის ადმინისტრირება (minor)

მაგისტრატურა:

ბიზნესის ადმინისტრირება

დოქტორანტურა

ეკონომიკა

ფაკულტეტზე არსებობს  შემდეგი მიმართულებები:

ა) საბუღალტრო აღრიცხვა; ბ) მენეჯმენტი; გ) ფინანსები დ) ეკონომიკა და სტატისტიკა.

            თითოეულ მიმართულებას და საგანმანათლებლო პროგრამას კოორდინირებას უწევს მიმართულების ხელმძღვანელი, რომელსაც შესაბამისი აკადემიური პერსონალიდან ირჩევს ფაკულტეტის საბჭო. იგი ვალდებულია პასუხი აგოს მიმართულების სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის სწორად წარმართვაზე. ამჟამად ფაკულტეტი წარმოდგენილია 7 პროფესორით, 11 ასოცირებული პროფესორით,  3 მოწვეული დოქტორით.

ბაკალავრიატის საფეხურზე ამჟამად სწავლობს 448 სტუდენტი, მათ შორის 142 სტუდენტი სწავლობს ახალქალაქში, სადაც ხორციელდება ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა. მაგისტრატურის საფეხურზე სწავლობს 21 სტუდენტი, ხოლო სადოქტორო პროგრამაზე სწავლობს 7 დოქტორანტი, მათ შორის 4 არის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მოწვეული მასწავლებელი. 

2015 წლიდან ამოქმედდა ეკონომიკის სადოქტორო პროგრამა. ფაკულტეტი თავის ერთ-ერთ უმთავრეს მოვალეობად  თვლის კადრების აღზრდის, მოზიდვისა და მისი შემდგომი მეცნიერული ზრდის საკითხებს.განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს აკადემიური პერსონალის პროფესიულ ზრდას და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების მენეჯმენტს.

ფაკულტეტზე სამეცნიერო საქმიანობაც სათანადოდ არის წარმოდგენილი. გამოდის სამეცნიერო შრომების კრებული „ეკონომიკა, ბიზნესი, მართვა“, რომელიც ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით, თვისებრივად ახალ სტანდარტებზე გადადის და ეს სტნდარტები მაქსიმალურად იქნება მიახლოებული სამეცნიერო შრომებისადმი წაყენებულ საერთაშორისო სტანდარტებთან.

პირველად, ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდგომ პერიოდში, ბაკალავრიატის საფეხურზე არის კონკურსი, ასევე კონკურსია სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე, რაც კიდევ ერთხელ ადსტურებს ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე მაღალ მოთხოვნას და ხელს უწყობს ფაკულტეტის კონკურენტუნარიანობას.

სწრაფი წვდომის ბანერები

საზაფხულო სკოლა

ბიბლიოთეკა

სასწ.პროც

მუდლი

ჰორიზონტი ევროპა

უპლებათა ცენტრი

ონომასტიკა