წარმატებით ფუნქციონირებს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო (60 კრედიტიანი) პროგრამა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომლის მიზანია უპასუხოს საქართველოს ზოგადი განათლების სფეროში არსებულ პრობლემებს, მოამზადოს შემოქმედებითი პედაგოგიური აზროვნების მქონე ისეთი უნარებით აღჭურვილი სპეციალისტი, რომელიც წარმატებით გაუძღვება ქვეყნის განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებს;
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო (60 კრედიტიანი) პროგრამა მთლიანად ორიენტირებულია განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ასპექტებზე და პასუხობს ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს.
პროგრამის გავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ან შესაბამისი სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირს.
პროგრამა ამზადებს ქართული ენისა და ლიტერტურის, უცხოური ენის, მათემატიკის (როგორც ქართულენოვან, ისე ბილინგვურ სკოლებში) ისტორია/საზოგადოებრივი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელს, როგორც საბაზო, ისე საშუალო სკოლის საფეხურებისთვის.
შემუშავებულია მასწავლებლის პროფესიის სახელმწიფო რეგულირების საფუძველების, მასწავლებლის განათლების საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლის, 2015 წლის სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევის (TALIS) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ანგარიშის, თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპების გათვალისწინებით და ემსახურება ხარისხიანი განათლების დამკვიდრებას.
პროგრამის გავლის შედეგად კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს, როგორც სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურზე მასწავლებლად, ასევე განათლების რაიონულ რესურს ცენტრებში; საჯარო სამსახურებში განათლების მიმართულებით, განათლების საკითხებით დაკავებული არასამთავრობო სექტორში.
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო (60 კრედიტიანი) პროგრამა ძალზედ მოთხოვნადია, რასაც ადასტურებს მასზე შემოსულ მსმენელთა რაოდენობა, აღნიშნული პროგრამა 2016-12019 წლებში 200-ზე მეტმა პირმა გაიარა.
(2016-45, 2017-101, 2018, 70, 2019-70 მსმენელი).
პროგრამა ხორციელდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებითა და უდიდესი მხარდაჭერით.