ბიბლიოთეკის ისტორია

 

   სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს 1990 წლიდან. მის ჩამოყალიბებას  საფუძვლად დაედო სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებებისა და ცალკეული პირების მიერ შემოწირული უმდიდრესი ფონდები და წიგნადი კოლექციები. მათ შორისაა XIX-XX სს.-ში გამოცემული ბროკ ჰაუზისა და ეფრონის უნიკალური ენციკლოპედიები. წიგნადი ფონდის შევსება და განახლება მიმდინარეობდა მუდმივად. ფონდის შევსება მიმდინარეობს ასევე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო ნაშრომების,  უნივერსიტეტში გამართული სამეცნიერო კონფერენციების ; ,,სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის გამომცემლობის“ მიერ გამოცემული წიგნებით.  სამეცნიერო ჟურნალ ,,გულანის“, „ასტრონომია და ასტროფიზიკის”, საისტორიო კრებულის ,,მესხეთის“,  სამეცნიერო-პოპულარულ ჟურნალ „არავის“ და უნივერსიტეტში გამართული სამეცნიერო კონფერენციების მასალების გამოცემა ,,სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის გამომცემლობის“  მიერ.

დღეისათვის უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკა აერთიანებს I და II კორპუსების და ახალქალაქის განყოფილების წიგნად ფონდებს, ასევე ინგლისური, გერმანული, ფრანგული, სომხური, თურქული, ბერძნული და ქართული ენის კაბინეტებში დაცული დარგობრივ ლიტერატურას, სულ დაახლოებით  ათას ბიბლიოგრაფიულ და ციფრულ ერთეულს. ბიბლიოთეკა უზრუნველყოფილია აუდიო-ვიდეო კასეტებითა და კომპაქტ დისკებით, ბიბლიოთეკა იღებს ასევე პერიოდულ გამოცემებს. უნივერსიტეტის ორივე კორპუსში და ახალქალაქის განყოფილებაში  ფუნქციონირებს თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით და უფასო ინტერნეტ მომსახურებით აღჭურვილი სამკითხველო დარბაზები გამიჯნული წიგნსაცავებით.

სამკითხველო დარბაზებში განთავსებულია ლიტერატურა თავისუფალი დაშვებისათვის. ბიბლიოთეკაში სისტემატურად ფართოვდება სერვისი. შეიქმნა ელექტრონული კატალოგი ,,Openbiblio“, რომელი ცმკითხველს უადვილებს ინფორმაციის მიღებას.

სამეცნიერო ბიბლიოთეკა  2010 წლიდან არის საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის წევრი, თანამშრომლობს საერთაშორისო საბიბლიოთეკო ქსელებთან და ორგანიზაციებთან, არის პროექტის “ელექტრონული ინფორმაცია ბიბლიოთეკებისათვის _ EIFL” კონსორციუმის წევრი და სარგებლობს სხვადასხვა ელექტრონული მონაცემთა ბაზებით.

2012 წლიდან სამეცნიერო ბიბლიოთეკამ დაიწყო საკუთარი ელექტრონული რესურსების შექმნა,  2016  წლიდან  უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე შეიქმნა სპეციალური ბმული სადაც განთავსებულია ელექტრონული წიგნები, (მუშა პროცესი ამჟამად მიმდინარეობს) სტუდენტებს საშუალება ეძლევად თავისუფალი წვდომა ჰქონეთ ელექტრონულ რესურსზე.

2015 წლის მაისიდან უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიხსნა ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ფილიალი – საინფორმაციო ცენტრი, რის საფუძველზეც შესაძლებელია Cambridge Dictionaries Online ლექსიკონებით სარგებლობა. მოთხოვნის შესაბამისად ხელმისაწვდომია ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის როგორც წიგნადი ფონდით, ასევე ელექტრონული რესურსით (120 000 ერთული) სარგებლობა. ხოლო, 2017 წლიდან  გაფორმდა  ხელშეკრულება  სამეცნიერო ტექნიკური პროდუქციის გადაცემაზე “ააიპ  საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმთან”.

სამეცნიერო ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი

საკონტაქტო ინფორმაცია:

email: [email protected]

სამეცნიერო ბიბლიოთეკის ტექნიკური ხელმძღვანელი: ხათუნა კვინცხაძე  Tel: 577 98 77 24

სამეცნიერო ბიბლიოთეკის  ხელმძღვანელი: ლალი ბერიძე Tel: 591  41 12 67

cheap imitation celine supplies a helpful details regarding observe experts and also lovers.shop high quality yves saint laurent 3023 fashion unisex handbags.

სწრაფი წვდომის ბანერები

საზაფხულო სკოლა

ბიბლიოთეკა

სასწ.პროც

მუდლი

ჰორიზონტი ევროპა

უპლებათა ცენტრი

ონომასტიკა