24 ნოემბერს, განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და სამეცნიერო ბიბილიოთეკის ორგანიზებით, გაიმართა ლიტერატურული საღამო: გალაკტიონ ტაბიძის ”ერთი ლექსის” ანალიზი. ღონისძიება დიდებული პოეტის დაბადებიდან 130 წლისთავს მიეძღვნა.
შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი გულიკო ბექაური და სამეცნიერო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ლალი ბერიძე. პროფესორმა ნესტან სულავამ წარადგინა პოეტის შემოქმედებიდან საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ლექსის „მესტიის ხიდი“ანალიზი.
ონლაინ შეხვედრას პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა პოეტის მოღვაწეობიდან სხვადასხვა საინტერესო ეპიზოდები გაიხსენეს, წაიკითხეს შემოქმედებიდან ამონარიდები, რამაც საღამოს განსაკუთრებული ემოციური ელფერი შესძინა.