განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სამხრეთ საქართველოს მრავალეთნიკურ, მრავალკონფესიურ რეგიონში. ამიტომ, უნივერსიტეტის ერთ-ერთი მისიაა, ხელი შეუწყოს არაქართულენოვანი მოსახლეობის ინტეგრაციას ქართულ საზოგადოებაში;  ამ კუთხით,  დიდი და მრავალფეროვანია ჩვენი კონტაქტები რეგიონის,  საგანამანათლებლო ცენტრებთან, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან, სასკოლო და სკოლამდელ დაწესებულებეთან, სადაც დასაქმებულთა 70% სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მნიშვნელოვანი  ნაწილი  კი,  ჩვენი ფაკულტეტის კურსდამთავრებულია.

 სწორი  საგანმანათლებლო პოლიტიკის და ახალი სასწავლო მოდულების განხორციელებისათვის  სამცხე-ჯავახეთის  სახელმწიფო  უნივერსიტეტს აქვს  შესაბამისი როგორც მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ისე ინტელექტუალური პოტენციალი, რაც აუცილებელი პირობებია იმ ამოცანის შესასრულებლად, რომელსაც  ქვია  თანამედროვე საგანათლებლო სისტემაში სტუდენტი-ახალგაზრდობის   როლის გაზრდა, სახელმწიფო ენის ცოდნა, ინტეგრაციული პროცესების ხელშეწყობა და რეგიონის სხვა სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა.

განათლების, ჰუმანიტარულ და  სოციალურ  მეცნიერებათა ფაკულტეტი სრულად იზიარებს  სამცხეჯავახეთის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  მისიას და სტრატეგიული განვითარების  გეგმას. შესაბამისად, ითვალისწინებს ვალდებულებებსაცნობიერებს  საკუთარ  როლსა და ამოცანას საგანამანათლებლო და სამეცნიერო  საქმიანობაში და თავისი წვლილი  შეაქვს მაღალკვალიფიციური კადრების  აღზრდაში.

მიუხედავად იმისა, რომ  წლებია  განათლების  რეფორმა  ხორციელდება და ბევრი სიახლის  მომსწრე გავხდით, დღეს კვლავ აქტიურ  სისტემურ ცვლილებებზე  გვიხდება  საუბარი,  რაც  პირველ რიგში  საერთაშორისო სტანდარტებთან  მიახლოების აუცილებლობით    არის  გამოწვეული, ხოლო მეორე რიგში კი, პანდემიამ  დააყენა დღის წესრიგში სწავლების მეთოდების  მოდიფიცირების თემა. არსებული ტექნიკური და  ინტელექტუალური რესურსით საკმაოდ ბევრი პრობლემების მოგვარება.  ყოველივე ამის  შედეგი თანამედროვე სტანდარტების საგანმანათლებლო  სისტემის და  პოლიტიკის შექმნაა.

განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი დაარსდა 2007 წელს, დაწყებითი განათლების, ჰუმანიტარული და  ჟურნალისტიკის ფაკულტეტების  გაერთიანების  შედეგად. იგი ერთ-ერთი დიდი ფაკულტეტია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მე ამ ფაკულტეტის რიგით მეცხრე  დეკანი ვარ, რაც უდიდესი პასუხისმგებლობის  წინაშე  მაყენებს და მიქმნის საფუძველს გავაგრძელო ფაკულტეტის  ის ტრადიციები, რომელიც მნიშვნელოვანია მომავალი თაობის აღზრდისათვის. ამასთანავე, ჩვენ ვართ სიახლეებზე  და შედეგებზე ორიენტირებული და მიგვაჩნია,  რომ  წარმატების  მიღწევა  მხოლოდ დაუღლავი  შრომის შედეგად მიიღწევა.  

განათლების, ჰუმანიტარულ და   სოციალურ მეცნიერებათა  ფაკულტეტი აკადემიური  თავისუფლებისა და ინსტიტუციური ავტონომიის პირობებში ახორციელებს სასაწავლო პროგრამებსა  და სამეცნიერო  კვლევებს. ზრუნავს სასწავლო და სამეცნიერო პირობების გააუმჯობესებაზე. აქედან  გამომდინარე,

 

 ფაკულტეტის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მიზანი და ამოცანებია:

 1.  აკადემიური თავისუფლება, ამ ცნების  აბსოლიტური მნიშვნელობით, ჩვენი ფაკულტეტის  ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი მიმართულებაც და ამოცანაც  იქნება. ჯერ იმიტომ რომ  ქვეყნის განათლების უმაღლესი ორგანო გვავალდებულებს, შემდეგ კი იმიტომ, რომ იგი პიროვნების თავისუფლების ინდიკატორია, რაც საბოლოო ჯამში  გავლენას ახდენს სწავლა-სწავლების ხარისხზე. 

2.      თანამედროვე  სტანდარტების შესატყვისი  დაა ხელმისაწვდომი  განათლების  მიღების  შესაძლებლობის  უზრუნველლყოფა. კონკურენტუნარიანი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება  სწავლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო სსაფაეხურებზე; 

3. უწყვეტი განათლების თანამედროვე  სისტემის  ჩამოყალიბება სამეცნიერო, პედაგოგიური და პროფესიული კადრების მომზადებისა და გადამზადების მიზნით; 

4. განათლების ხარისხის მუდმივი ამაღლების   პოლიტიკის განვითრება და მართვის თანამედროვე მეთოდების ფართოდ გამოყენება; 

5. სასწავლო პირობების სრულყოფა და ახალი ტექნოლოგიების განვითრების  ხელშეწყობა.

  

განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ხორციელდება შემდეგი საგანმანათლებლო სასწავლო პროგრამები;

1.   

საბაკალავრო პროგრამები:

·         ქართული ფილოლოგია

·         ისტორია

·         ინგლისური ფილოლოგია

 

2.    დამატებითი (minor) პროგრამები:

·         ქართული  ფილოლოგია

·         ინგლისური ფილოლოგია

·         ისტორია

·         მასწავლებლის მომზადების  პროგრამა (60 კრედიტი)

 

3. დააწყებითი განათლების მასწავლებლის  მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო  საგანმანათლებლო  პროგრამა (300 კრედიტი);

 

4.    სამაგისტრო პროგრამები:

·         ქართველური ენათმეცნიერება

·         ქართული ლიტერატურის ისტორია

·         საქართველოს ისტორია

 

5.    ქართული   ფილოლოგიის  სადოქტორო პროგრამა:

·         ქართველური  ენათმეცნიერება

·         ქართული ლიტერატურა

 

6.    მასწავლებლის მომზადების პროგრამა (60 კრედიტი)

 

7.    ქართულ ენაში მომზადების  საგანმანათლებლო  პროგრამა

 

 თითოეული  პროგრამის წარმატებით  განხორციელბას  ხელმძღვანელობს ფაკულტეტის  პროფესორი,   რომელსაც  ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭო.

  • ქართული  ფილოლოგიის,  ქართველური ენათმეცნიერების,  ქართული ფილოლოგიის  სადოქტორო  პროგრამების  ხელმძღვანელი, პროფესორი მერაბ ბერიძე;
  • ისტორიის  საბაკალავრო პროგრამის  ხელმძღვანელი, პროფესორი  ნიკოლოზ ახალკაცი;
  • საქართველოს  ისტორიის  სამაგისტრო  პროგრამის  ხელმძღვანელი–ასოც. პროფესორი  ვასილ მოსიაშვილი;
  • საქართველოს  ისტორიის სადოქტორო პროგრამის  ხელმძღვანელები: პროფესორები ნიკოლოზ ახალკაცი  და როინ ყავრელიშვილი;
  • დაწყებითი განათლების  მასწავლებლის მომზადების  ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი, ირმა  ქურდაძე;
  • მასწავლებლის მომზადების  პროგრამის  (60  კრედიტი) ხელმძღვანელი, პროფესორი ირმა  ქურდაძე; 
  • ინგლისური  ფილოლოგიის  საბაკალავრო პროგრამის  ხელმძღვანელი, პროფესორი გულნარა  ჯანოვა.
  •  ქართულ ენაში მომზადების  საგანამანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი,  მაკა  ბერიძე.

 

 

ფაკულლტეტის  შემადგენლობაში შემოდის 4 ძირითადი  მიმართულებაა:

v  ქართული ფილოლოგია

v  ისტორია

v  ინგლისური  ფილოლოგია

v   განათლება

      

 2. სტატისტიკური ინფორმაცია  სტუდენტთა  რაოდენობის შესახებ

დღევანდელი ოფიციალური მონაცემებით, განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  სამივე საფეხურზე,  სწავლობს 700-მდე სტუდენტი, მათ შორის:

·         საბაკალავრო საფეხური–512

·         სამაგისტრო  საფეხური-27

·         დაწყებითი განათლების მასწავ. მომზადების  ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა-218

·         სადოქტორო პროგრამა–4

·         ქართულ ენაში მომზადების პროგრამა-50

·         მასწავლებლის მომზადების  პროგრამა (60 კრედიტი)—50

ჩვენი  სტუდენტები  წარმოდგენილი არიან უნივერსიტეტის გადაწყვეტილების მიმღებ  სტრუქტურებში, მათ შორის:

ფაკულტეტის საბჭოს  წევრი–7  სტუდენტი;

წარმომადგენლობითი საბჭოს  წევრი–2  სტუდენტი;

სტუდენტური  თვითმმართველობის  წევრი–7 სტუდენტი.

 

ისინი აქტიურად  მონაწილეობენ, როგორც  უნივერსიტეტის, ისე ფაკულტეტის  მიერ დაგეგმილ ღონისძიებებსა  და  აქტივობებში, სამეცნიერო  კონფერენციებში, სპორტულ და შემოქმედებით შეჯიბრებებსა  და კონკურსებში.

გაცვლითი პროგრამები

 სტუდენტი-ახალგაზრდები ინტენსიურად მიემ­გზავრებიან საზღვარგარეთ – თურქეთში, პოლონეთში, აზერბაიჯანში, საბერძნეთსა და სხვა ქვეყნებში. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებ­ლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კონფერენციებში,  საზაფხულო სკოლებში, სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში, რომლებიც იმართება, როგორც კავკასიაში ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

პროფესორ-მასწავლებელები:

სტუდენტი-ახალგაზრდობის სწავლა-აღზრდას ემსახურება მაღალი  კვალიფიკაციის, როგორც  როგორც პროფესორები,  ასევე  პრაქტიკოსი,  შესაბაამისის კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი, სულ:   76

1.      სრული პროფესორი-7

2.      ასოც.პროფესორი-25

3.      ასისენტ-პროფესორი-3

4.      მოწვეული დოქტორი-9

5.      მოწვეული მასწავლებელი-32

პროფესორ-მასწავლებლები აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ, როგორც უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში, ისე  სხვა უმაღლეს სასწავლებლების მიერ ჩატარებულ კონფერენცია- სემინარებში, საერთაშორისო  პროექტებში, გაცვლით პროგრამებში. მონაწილეობას ღებულობენ სხვადსხვა  ვებინარებში, ატარებენ  საჯარო  ლექცია-სემინარებს.

                            

  ფაკულტეტის  სტრუქტურა და მართვა

 განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მართვა ხორციელდება ფაკულტეტის საბჭოს, დეკანის და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ. ყოველ თვე, ტარდება ფაკულტეტის საბჭოს სხდომები, სადაც ვიხილავთ მიმდინარე სიახლეებს,   პრობლემებს და დებულებით განსაზღვრულ  სხვა საკიტხებს. ფაკულტეტზე სისტემატიურად ხორციელდება სასწავლო პროცესების მონიტორინგი, როგორც დეკანატის მხრიდან, ისე რექტორატისა და ხარისხის სამსახურის მიერ. პრობლემის გამოვლენის შემთხვევაში, ვახდენთ ადეკვატურ რიაგირებას.

                                

სასწავლო გარემო:

  • სტუდენტების განკარგულებაშია სერგო მელიქიძის სსახელობის ქართული ენის, პროფესორ ვალერი სილოგავას სახელობის ისტორიის,  ოთარ  ღამბაშიძის სახელობის არქეოლო­გიის  კაბინეტები, რომლებიც გამოირჩევიან თავისი მრავალ­მხრივი საქმიანობით. 
  • უცხოური ენების თანამედროვე მოთხოვნების დონეზე შესწავლას ემსახურება ინგლისური,  გერმანული, თურქული, რუსული და ბერძნული ენების კაბინეტები, რომლებიც გაიხსნა შესაბამისი  საელჩოების დახმარებით.
  • ასევე დაფუძნებულია ETAG-ი, (საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაცია), რომლის მიზანს წარმოადგენს ინგლისური ენის სწავლების დონის ამაღლება, სწავლების ახალი მეთოდების დანერგვა და ინგლისური ენის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება.

2005 წლიდან ფუნქცციონირებს  ამერიკული სწავლების ცენტრი, რომელიც აღჭურვილია სათანადო აპარატურითა და სასწავლო ლიტერატურით.

                                                      

 სამომავლო პერსპექტივები:

ჩვენი სამომავლო მნიშვნელოვანი ამოცანაა, სტუდენტზე ორიენტირებული აკადემიური გარემოს შექმნა

·         სტუდენტისა და პროფესორის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა

·         აკადემიური თავისუფლების დაცვა

·      ფაკულტეტის ინტელექტუალური პოტენციალის კონცენტრაცია პრიორიტეტული სამეცნიერო და სასწავლო პრობლემატიკის დამუშავებაზე

· საქართველოსა და უცხოეთის უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტებისა და პროგრამების განხორციელბა.

· ჰუმანიტარულ დარგებში ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო კვლევებითა და სწავლებით, საუნივერსიტეტო ტრადიციების განვითარება.

 

 

დასახული მიზნების მისაღწევად  ვგეგმავთ შემდეგ  აქტივობებს:

v  ფაკულტეტზე სამეცნიერო კომპონენტის  გაძლიერებას.

v  მასწავლებლის  მომზადების პროგრამის მუდმივ განახლებას და სრულყოფას, თამედროვე სტანდარტების  გათვალისწინებით.

v  ახალი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შემუშავებას სტუდენტებისა და სწავლების სხვა ბენეფიციარების  მოლოდინების შესაბამისად.

v  არსებული კურიკულუმების სრულყოფას და სწავლების  მაღალი დონის უზრუნვეყოფას;

v  ორგანიზებული მომზადება აკრედიტაციისა და ავტორიზაციისათვის

vაუციელებელია ადმინისტრაციის, აკადემიური  პერსონალის, პროფესორ-მასწავლებელების,  სტუდენტების, კურსდამთავრებულების გრძელვადიანი, ურთიერთპატივისცემაზე  დამყარებული  ურთიერთობების განვითარება.

დიდი იმედი გვაქვს,  განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ  მეცნიერებათა  ფაკულტეტი ღირსეულად  გააგრძელებს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  მდიდარ და ღირსეულ  ტრადიციებს, რითაც  ყოველთვის   შეძლებს  იამაყოს  თითოეულმა სტუდენტმა და  პროფესორ-მასწავლებელმა, რომლებიც  ცდილობენ  სიახლეებზე  და ცვლილებებზე ორიენტირებით, უპასუხოს თანამედროვე  საგანამანათლებლო   სივრცის გამოწვევებს.

სწრაფი წვდომის ბანერები

საზაფხულო სკოლა

ბიბლიოთეკა

სასწ.პროც

მუდლი

ჰორიზონტი ევროპა

უპლებათა ცენტრი

ონომასტიკა