2019 წლის 22 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პ. ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებთან გაცნობით-საინფორმაციო შეხვედრა გამართა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, რომელიც სტუდენტებს ესაუბრა სახალხო დამცველის მანდატზე, ადამიანის უფლებებზე და ზოგადად ამ კუთხით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე. შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში.
საინფორმაციო შეხვედრა სახალხო დამცველთან
