იურიდიული ფაკულტეტი

    სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო  უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტი ერთ-ერთი წამყვანი ფაკულტეტია. იგი მდებარეობს უნივერსიტეტის პირველ კორპუსში. ფაკულტეტტზე მოქმედებს საჯარო მმართველობის ბაკალავრის, სამართლის ბაკალავრისა და სისხლის სამართლის მაგისტრის საგანმანათლებლო პროგრამები.

          პროგრამებით გათვალისწინებულ სასწავლო დისციპლინებში სალექციო კურსები მიყავთ სათანადო კვალიფიკაციის პროფესორებს.  ფაკულტეტზე ხუთი არჩეული პროფესორი და 5 მოწველი პროფესორები წარმატებით უძღვებიან ლექციის კურსებს სასწავლო დისციპლინებში. პროგრამებით გათვალისწინებულია ისეთი სასწავლო კურსების სწავლება, რომლებიც სტუდენტს აძლევს არამარტო თეორიულ ცოდნას, არამედ გამოუმუშავებს პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რომელიც აუცილებელია იურისტის პროფესიის დაუფლებისათვის. მაგალითად, სამართლის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამით ისწავლება სისხლის სამართლის საქმეზე პროცესუალური დოკუმენტების ნიმუშების გაფორმება, რომლის ფარგლებში სტუდენტი სწავლობს გამოძიების პროცესში შესადგენ დოკუმენტთა პრაქტიკულად გაფორმებას. კერძოდ, ჩხრეკის, დაკითხვის, ამოღების, დაკავების და ა.შ. ოქმების გაფორმებას, ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილების შედგენას, სასამართლოს წინაშე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ნებართვის გაცემის თაობაზე შუადგომლობების გაფორმებას, საჩივრის შედგენას, დაცვისა და ბრალდების შესავალი და დასკვნითი სიტყვების მომზადებას, აგრეთვე სააპელაციო და საკასაციო საჩივრების შედგენის პროცესუალურ წესს. მოცემული კურსი სტუდენტებს უვითარებს გამომძიებლის, პროკურორისა და ადვოკატის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. ამ კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტი შეძლებს დამოუკიდებლად შეადგინოს ის დოკუმენტები, როლებსაც პროკურორი, გამომძიებელი და ადვოკატი აფორმებს გამოძიების მსვლელობისას.

          სამართლის ბაკალავრის სტუდენტები უნივერსიტეტსა და დაწესებულებებს შორის გაფორმებული მემორანდუმების ფარგლებში გაივლიან სასწავლო პრაქტიკას სასამართლოში, ადვოკატურაში, საგამოძიებო ორგანოებში, სადაც დაეუფლებიან მიღებული თეორიული ციდნის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.

სწრაფი წვდომის ბანერები

საზაფხულო სკოლა

ბიბლიოთეკა

სასწ.პროც

მუდლი

ჰორიზონტი ევროპა

უპლებათა ცენტრი

ონომასტიკა