სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტის, სამართლის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტი მარიამ ხმალაძე დაუბრუნდა მშობიურ უნივერსიტეტს, მან 2021-2022 წლის საგაზაფხულო სემესტრი გაატარა პოლონეთში, ლოძის უნივერსიტეტში.
მარიამი მონაწილე გახდა Erasmus+ (ICM) სტუდენტთა საერთაშორისო მობილობის პროგრამის, მან მოიპოვა სრული დაფინანსება.