ETHICS

Project title: Responsible Conduct of Research – Research Integrity and Ethics in Georgian Universities (ETHICS)

კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა-კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)

კოორდინატორი:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო) ქეთევან დარახველიძე

 

პროგრამის გამოცხადება: ERASMUS-EDU-2022-CBHE-STRAND-3

 

პროექტის ნომერი101082546

პროექტის ხანგრძლივობა: 48 თვე (2023 წლის 1-ლი თებერვლიდან 2027 წლის 31 იანვრამდე)

პროექტის მენეჯერი: პროფ. თინა გელაშვილი

პროექტის მიზანი:

მაღალკვალიფიციურ კვლევებსა და მოწინავე აკადემიურ მიდგომებზე ორიენტირებული პრაქტიკის დანერგვით სისტემურად გააუმჯობესოს უნივერსიტეტებისა და კვლევითი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული კვლევითი საქმიანობა.

ამოცანები:

  • კვლევის ეთიკის, კვლევის სანდოობისა და კვლევის კეთილსინდისიერების მექანიზმების დანერგვა;
  • მკვლევრების საქმიანობაში, მაღალი დონის სასწავლო პროგრამებსა და სადოქტორო პროგრამების სააკრედიტაციო სტანდარტებში კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვის კონცეფციის გაძლიერება, რაც მიზნად ისახავს არაორიგინალური აკადემიური ნაშრომების პრევენციას და ავთენტური კვლევითი პრაქტიკის ხელშეწყობას ქართულ უნივერსიტეტებში.
  • კვლევის სანდოობისა და კეთილსინდისიერი კვლევის პრაქტიკის ფორმალური დანერგვა და ზემოხსენებულ პრინციპებზე დამყარებული კულტურის გაძლიერება, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული უნივერსიტეტების კონკურენტუნარიანობის გაზრდას  როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ უფრო მაღალი სანდოობის მქონე კვლევითი პროექტების შემუშავებას, განსაკუთრებით Horizon Europe-ის და ევროპული კვლევის საბჭოს მიერ გამოცხადებული პროგრამების ფარგლებში.

 

კონკრეტული ამოცანები:

  • სადოქტორო პროგრამების აკრედიტაციის პოლიტიკის გადახედვა და სტანდარტების ცვლილება/აკრედიტაციის ექსპერტების უნარ-ჩვევების გაძლიერება/ციფრული სასწავლო კურსის შემუშავება;
  • კეთილსინდისიერი კვლევის მოდულის დანერგვა (MOOC);
  • მკვლევრების და კვლევის მხარდამჭერი [კეთილსინდისიერებაზე პასუხისმგებელი] პერსონალის მომზადება;
  • საუნივერსიტეტო კვლევის კეთილსინდისიერების პოლიტიკა, ეთიკა და რესურსები;
  • .კვლევის კეთილსინდისიერების, ეთიკის და მართვის საბჭო;
  • მკვლევრებისთვის/დოქტორანტებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნისთვის საჭირო აკადემიური მხარდაჭერისა და კეთილსინდისიერი კვლევის სერვისები;
  • პასუხისმგებლობიანი სამეცნიერო კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება

 

აქტივობები

  • პოლიტიკის შეცვლა და სადოქტორო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება;
  • კვლევის კეთილსინდისიერების მოდულის(MOOC) შექმნა;
  • მკვლევართა და კვლევის მხარდაჭერის [INTEGRITY] ოფიცრების ტრენინგი;
  • უნივერსიტეტის კვლევის კეთილსინდისიერების, პოლიტიკის, ეთიკისა და რესურსების შემუშავება;
  • კვლევის კეთილსინდისიერების ეთიკის საბჭო;
  • მკვლევართა მხარდამჭერი გარემოს განვითარებისთვის აკადემიური მხარდაჭერისა და კვლევის კეთილსინდისიერების სერვისები; პასუხისმგებლიანი სამეცნიერო კომუნიკაციის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში

                                                                                                                   

Funded by the European Union. Views and opinions expressed are however those of the author(s) only and do not necessarily reflect those of the European Union or The European Education and Culture Executive Agency (EACEA). Neither the European Union nor the granting authority can be held responsible for them.

კონსორციუმის ევროპელი პარტნიორები:

  • ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი
  • ჩარლზის უნივერსიტეტი
  • მასარიკის უნივერსიტეტი
  • აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ქსელი/ასოციაცია

ქართული უნივერსიტეტები:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • კავკასიის უნივერსიტეტი
  • დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი
  • შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
  • თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

არასაუნივერსიტეტო პარტნიორები:

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
  • შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ethics.iliauni.edu.ge/