Google-ის დეველოპერების სტუდენტური კლუბებისთვის ახალი ლიდერების შერჩევა უკვე დაიწყო! 🚀
რა არის Google Developer Student Club?
GDSC არის უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილი კლუბი, რომელიც აერთიანებს ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე და ამ სფეროთი დაინტერესებულ სტუდენტებს.
კლუბის მიზანია სტუდენტებს მისცეს საშუალება ისწავლონ ახალი ტექნოლოგიები, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და ისაუბრონ ტექნოლოგიების სფეროს სხვადასხვა მიმართულების შესახებ.
პროგრამა მსოფლიოს მასშტაბით 2017 წელს დაიწყო და დღეს აერთიანებს:
- 3,800-ზე მეტ კურსდამთავრებულს
- 1,900-ზე მეტ აქტიურ ლიდერსა და უნივერსიტეტს
- 113 ქვეყანას
ვინ არის GDSC-ის ლიდერი და როგორ აირჩევა ის?
GDSC ლიდერის პოზიცია მოხალისეობრივია და Google მას წელიწადში ერთხელ არჩევს. კლუბის ლიდერის მთავარი მიზანია გუნდთან ერთად ორგანიზება გაუწიოს სტუდენტებისთვის საინტერესო აქტივობებს: ტექნოლოგიურ სესიებს, ვორქშოფებსა თუ ჰაკათონებს.
🚀 თუ გსურს გახდე ლიდერი, გაიარე რეგისტრაცია 30 მაისამდე ამ ლინკზე.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ: https://developers.google.com/community/gdsc
თუ გსურს უფრო დეტალური ინფორმაცია მიიღო პროგრამასთან დაკავშირებით, შემოგვიერთდი საინფორმაციო შეხვედრაზე.
დრო: 5 აპრილი, 13:00 საათი
ადგილი: უნივერსიტეტის II კორპუსი, აუდიტორია 208