საერთაშორისო კონფერენცია “მეცნიერება ერთიანი ინტელექტუალური სივრცისთვის”
2024 წლის 17 ივნისს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია “მეცნიერება ერთიანი ინტელექტუალური სივრცისთვის”.
იხილეთ კონფერენციის სამუშაო პროგრამა
კონფერენციაში მონაწილეობას იღებს აკადემიური პერსონალი, როგორც საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებიდან, ასევე უცხოური სასწავლო, სამეცნიერო და კვლევითი ცენტრებიდან.
ღონისძიება განკუთვნილია მათთვის, ვისაც აქვს აკადემიური ხარისხი, ასევე დოქტორანტებისათვის, შესაბამის დარგში დასაქმებული პროფესიონალებისათვის, რომლებიც აგრძელებენ არსებულ სამეცნიერო ტრადიციას და შემოაქვთ სიახლეები აკადემიურ სფეროში.
საერთაშორისო კონფერენცია მკვლევრებს საშუალებას აძლევს, წარმოადგინონ თავიანთი კვლევის შედეგები და ამავე დროს, მოახდინონ მათი სამეცნიერო მიღწევების ინტერნაციონალიზაცია.
The International conference “Science for a Single Intellectual Space” will take place on June 17, 2024, at Samtskhe-Javakheti State University, as part of Science Week.
Academic personnel from various higher educational institutions in Georgia and foreign educational, scientific, and research centers participated in the conference.
The event is intended for individuals with an academic degree, doctoral students, and professionals working in the relevant field. These participants are expected to uphold the current scientific tradition while also introducing innovations in the academic field.
2023 წლის 28 ნოემბერს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ინფორმაციული ტექნოლოგიები და მათი გამოყენება II“, International Scientific Conference – „Usage of Information Technologies II“ გაიმართა .
კონფერენცია გახსნა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლელა წითაშვილმა.
დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლევან მაკარაძე, დეკანის მოადგილე, პროფესორი ლერი ნოზაძე, ასევე, პროფესორი გიორგი მესხი და ასოცირებული პროფესორი ვასილ ტაბატაძე.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის არაერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებმა, მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმა. კერძოდ, სტამბულის ტექნიკური უნივერსიტეტის, აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის, უნგრეთის – დებრეცენის უნივერსიტეტის, თსუ- ს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თელავის და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებმა.
კონფერენციის ორგანიზატორი იყო სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი.
კონფერენციის პროგრამა იხილეთ ბმულზე: სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი / Samtskhe-Javakheti State University (sjuni.edu.ge)
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და
დოქტორანტთა სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა აფხაზეთის კვირეულის ფარგლებში – 2023 წლის 31 მაისი
იხილეთ კონფერენციის პროგრამა
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა
სამეცნიერო კონფერენცია – 2023 წლის 17-18 მაისი
იხილეთ კონფერენციის პროგრამა
კონფერენციის ორგანიზატორები: ორგანიზატორები: სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია, საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი, გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტი, ათენის ქართული ინსტიტუტი, კავკასიის სოციო(ეთნო)ლინგვისტური ასოციაცია
„თანამედროვე ონომასტიკური პრობლემები“ – ახალციხე, 2022
2022 წლის 9-10 დეკემბერი, ახალციხე, საქართველო
განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და დოქტორანტთა სამეცნიერო კონფერენცია 27 ივნისი, 12:00 სთ. იხილეთ სამუშაო პროგრამა
განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა კონფერენცია გაიმართა 2022 წლის 14 ივნისის 12:00 სთ-ზე. იხილეთ სამუშაო პროგრამა
იურიდიული ფაკულტეტის სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა 2022 წლის 20 ივნისს, იხილეთ სამუშაო პროგრამა
ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და დოქტორანტთა კონფერენცია გაიმართა 2022 წლის 24 ივნისს, 12:00 სთ-ზე. იხილეთ სამუშაო პროგრამა
ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტთა კონფერენცია გაიმართა 2022 წლის 16 ივნისს, 12:00 სთ. იხილეთ სამუშაო პროგრამა
ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია, 2022 წლის 22 ივნისი, 10:30 სთ .
იხილეთ სამუშაო პროგრამა
1-2 ივლისს, გაიმართა სსიპ-სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თურქეთის რესპუბლიკის კავკასიის უნივერსიტეტის ვეტერინარიის ფაკულტეტის ერთობლივი საერთაშორისო სიმპოზიუმი სავეტერინარო მედიცინაში.
სიმპოზიუმი გახსნა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მაკა ბერიძემ. ამის შემდეგ, სიმპოზიუმის მონაწილეებს მიესალმნენ:
კავკასიის უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ჰუსნუ ქაფუ;
ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინისა და ცხოველთა მეცნიერებების ინსტიტუტის დირექტორი, სკანდინავიის ბალტიის ვეტერინარული ფაკულტეტების რეგიონული ჯგუფის თავმჯდომარე, ვეტერინარული განათლების დაწესებულებების ევროპული ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, ესტონეთის ვეტერინარული ასოციაციის პრეზიდენტი, საერთაშორისო ექსპერტი პროფესორი ტოომას ტიირატსი;
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე პროფესორი მერაბ ბერიძე;
კავკასიის უნივერსიტეტის ვეტერინარიის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი მეთე ჯიჰანი;
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საერთაშორისო სავეტერინარო განათლების ასოციაციის პრეზიდენტი, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი ლევან მაკარაძე.
სიმპოზიუმის მოდერატორი გახლდათ მარიამ ნარიმანიძე, ხოლო თარჯიმნები პროფესორი როინ ყავრელიშვილი და დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი მაია მესხიძე.
სიმპოზიუმის პროგრამა ქართულ ენაზე
სიმპოზიუმის პროგრამა თურქულ ენაზე
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს, 2021 წლის 23 ნოემბერს, გაიმართა სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ინფორმაციული ტექნოლოგიები და მათი გამოყენება“(INTERNATIONAL STUDENT SCIENTIFIC CONFERENCE “USAGE OF INFORMATION TECHNOLOGIES).
კონფერენციას მიესალმნენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მაკა ბერიძე, უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, პროფესორი მერაბ ბერიძე, ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლევან მაკარაძე.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სტამბულის ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ტალინის უნივერსიტეტის, თელავის, თბილისის, ვოლგოგრადისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებმა.
კონფერენციის პროგრამა იხილეთ ბმულზე https://sjuni.edu.ge/wp…/uploads/2021/11/programa4.pdf…
იხილეთ სრული ინფორმაცია ბმულზე
გაიმართა 2021 წლის 3 ივნისს, გახსნა: პროგრამა Moodle, 13:00 სთ.
კონფერენციამ იმუშავა ორ სექციად:
განათლების სექცია;
ქართული ენისა და ფილოლოგიის სექცია.
3 ივნისს, 12 საათზე, გაიმართა ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია (პროგრამა „მუდლში“).
კონფერენციამ იმუშავებს ორ სექციად:
1. ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების სექცია
2. ეკონომიკის მიმართულების სექცია
2021 წლის 1 ივნისს, გაიმართა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და დოქტორანტთა სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია მიძღვნილი პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის ხსოვნისადმი.
ცნობილი ქართველოლოგი, ბატონი ტარიელი, გაიხსენეს უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა მაკა ბერიძემ, რექტორის მოადგილემ, პროფესორმა მერაბ ბერიძემ,განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, გულიკო ბექაურმა, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ბუცხრიკიძემ, ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ლევან მაკარაძემ, პროფესორი ირმა ქურდაძემ, პროფესორმა როინ ყავრელიშვილმა, ასოცირებულმა პროფესორმა ვახტანგ ინაურმა, ასოცირებული პროფესორმა მაია ქუქჩიშვილმა და სხვა მომხსენებლებმა.
კონფერენციამ იმუშავა ოთხ სექციად:
ენათმეცნიერების სექცია;
ლიტერატურათ მცოდნეობის სექცია;
ისტორიის, ეთნოლოგიისა და არქეოლოგიის სექცია;
განათლების სექცია.
შემაჯამებელ სხდომაზე კონფერენციის მუშაობა შეფასდა დადებითად.
კონფერენციის სამუშაო პროგრამა იხილეთ ბმულზე
18 ივნისს, გაიმართა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია moodle-ში. კონფერენცია მიეძღვნა უნივერსიტეტის დაარსებიდან 30 წლის იუბილეს.
12 ივნისს moodle-ში გაიმართა ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დოქტორანტთა და პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია. მოხსენებით გამოვიდა 18 მომხსენებელი. კონფერენცია მიეძღვნა უნივერსიტეტის დაარსებიდან 30 წლის იუბილეს. იხილეთ კონფერენციის სამუშაო პროგრამა.
კონფერენცია გაიმართა 11 ივნისს moodle-ში. მოხსენება წარადგინა ცხრამეტმა მომხსენებელმა. კონფერენცია ეძღვნებოდა უნივერსიტეტის დაარსებიდან 30 წლის იუბილეს. იხილეთ კონფერენციის სამუშაო პროგრამა
კონფერენციამ moodle-ში იმუშავა ორ სექციად, მათემატიკა-ასტრონომიისა და ინფორმაციულ ტექნოლოგიათა სექცია და აგრარულ მეცნიერებათა სექცია. კონფერენცია მიეძღვნა უნივერსიტეტის დაარსებიდან 30 წლის იუბილეს. კონფერენციის სამუშაო პროგრამა
ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართა სტუდენტთა უნივერსიტეტთაშორისი IV სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია „ინფორმაციული ტექნოლოგიები და მათი გამოყენება“. კონფერენციაზე თემა წარადგინა თოთხმეტმა მომხსენებემა სამცხე-ჯავახეთს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და პოლონეთის ადამ მიკიევიჩის უნივერსიტეტიდან.
კონფერენცია მიეძღვნა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 30 წლის იუბილეს.
27 მაისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია გაიმართა, რომელიც უნივერსიტეტის დაარსებიდან 30 წლის იუბილეს მიეძღვნა.
სამუშაო პროგრამა და კონფერენციის დეტალები იხილეთ ბმულზე:
http://www.sjuni.edu.ge/wp-content/uploads/2020/05/33.pdf
25 მაისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტთა და პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია გაიმართა, რომელიც უნივერსიტეტის დაარსებიდან 30 წლის იუბილეს მიეძღვნა.
სამუშაო პროგრამა და კონფერენციის დეტალები იხილეთ ბმულზე:
http://www.sjuni.edu.ge/…/upl…/2020/05/axali-konferencia.pdf
მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება რესპუბლიკური ონომასტიკური კონფერენცია – „თანამედროვე ონომასტიკური პრობლემები“.
(მოხსენებების სათაურების წარდგენის საბოლოო ვადაა 25 აგვისტო)
ღონისძიების ორგანიზატორი/თანაორგანიზატორი: სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია.
საკონტაქტო ინფორმაცია: [email protected]; [email protected]
საკონტაქტო ტელ.: 591 411 267 ასოცირებული პროფესორი ლალი ბერიძე
2019 წლის 28 მაისს ჩატარდა სკოლის მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია „განათლების თანამედროვე გამოწვევები“ – 2019.
კონფერენციამ იმუშავა 4 სექციად:
1. განათლების სექცია
ხელმძღვანელი: ასოც. პროფესორი ლალი ბერიძე;
2. მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სექცია
ხელმძღვანელი: ინფორმატიკის პროგრამის დოქტორანტი ჯულიეტა ტაბეშაძე;
3. დაწყებითი განათლების სექცია
ხელმძღვანელები: ასოც. პროფესორი მარეხ ნათენაძე, ასოც. პროფესორი ლამზირა კობაიძე;
4. საზოგადოებრივი მეცნიერებების სექცია
ხელმძღვანელი: ასოც. პროფესორი გულიკო ბექაური.
2019 წლის 16 მაისს, 13:00 საათზე, გაიმართა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და დოქტორანტთა კონფერენცია.
კონფერენციამ იმუშავა შემდეგ სექციებად:
1. ქართული ენის სექცია
2. ქართული ლიტერატურის სექცია
3. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის სექცია
4. პედაგოგიკისა და ენების სექცია
5. ეკონომიკისა და ბიზნესის სექცია
6. ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სექცია
7. ასტრონომიის სექცია
8. სამართლის სექცია
2019 წლის 24 აპრილს გაიმართა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენციამ იმუშავა შემდეგ სექციებად: ქართული ენისა და ლიტერატურის სექცია, განათლების სექცია, ისტორიისა და ინგლისური ფილოლოგიის სექცია, ეკონომიკისა და ბიზნესის სექცია, აგრარულ, საინჟინრო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სექცია და სამართლის სექცია.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 70-მა მომხსენებელმა.
კონფერენცია მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლისთავს
30 მაისს ჩატარდა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია
კონფერენციამ იმუშავა შემდეგი პროგრამით
კონფერენციამ იმუშავა შემდეგი პროგრამით
კონფერენციამ იმუშავა შემდეგი პროგრამით
კონფერენციამ იმუშავა შემდეგი პროგრამით
:კონფერენციამ იმუშავა შემდეგი პროგრამითი